ჭრიჭინების და დუბიების საჭმელი
100 მლ.
შეინახეთ საყინულეში.
როგორ მოვუაროთ ტარაკნებს და ჭრიჭინებს სახლში?
საცხოვრებელი გარემო
ტარაკნებს/ჭრიჭინებს სჭირდებათ ვენტილირებადი პლასტმასის ან მინის კონტეინერი. კონტეინერის ტემპერატურა უნდა იყოს 20–32°C. მოარიდეთ პირდაპირი მზის სხივებს, პირდაპირი მზის სხივები არასდროს არ უნდა ხვდებოდეს კონტეინერს. უმჯობესია ბნელი ადგილი ან მუქი ფერის კონტეინერი.
დასამალი სივრცე
მიეცით კვერცხის კოლოფები (ლატოკებვი) ან მუყაოს მილები, რათა მწერებმა შეძლონ დამალვა და თავი დაცულად იგრძნონ.
საკვები და სასმელი
მშრალი საკვები: ქატო, ღერღილი;
წყალი (აუცილებელი არაა, შეუძლიათ მიიღონ ხილიდან ან ბოსტნეულიდან). თუ მისცემთ გამოიყენეთ ტენიანი ბამბა, რომ ტარაკნებმა წყალი მიიღონ ისე, რომ არ დაიხრჩონ.
ტარაკნებს - ფორთოხალი, ვაშლი, ბანანი, სტაფილო, გოგრა.
ჭრიჭინებს - კომპბოსტო (გარე ფოთლები მოაცალეთ) ან სალათის ფურცელი
ახალი ნაყიდი ხილბოსტნეული არ აჭამოთ. შეინახეთ რამდენიმე დღე და კარგად გარეცხეთ რომ არ იყოს შეწამლული.
სისუფთავე
ყოველ დღე ამოიღეთ დარჩენილი (შეუჭმელი) ხილი და ბოსტნეული. რეგულარულად შეცვალეთ წყლის ბამბა.