ნაკრებში შედის: პატარა ჩხირულა (1-2 სმ);
მინიტერარიუმი რომელშიც დარგულია ჩხირულას საკვები მცენარე - პიტნა. ასევე გაშვებულია კოლემბოლები (cleanup crew) რაც ხელს უშლის ობის წარმოქმნას;
მოსახერხებელია პატარა ჩხირულას დასაკვირვებლად (დიდ ტერარიუმში შეიძლება ვეღარ იპოვოთ), დაახლოებით ერთ თვეში გადაიყვანეთ მოზრდილ ტერარიუმში.
Medauroidea extradentata
ეგზოტიკური და შთამბეჭდავი ჩხირულა მწერი, რომელიც გამოირჩევა ტოტის მსგავს გარეგნობით. მშვიდი, საინტერესო და მარტივად მოსავლელი სახეობაა, შესანიშნავია როგორც დამწყებთათვის, ასევე კოლექციონერებისთვის.
ძირითადად იკვებება ფოთლებით:
ყოველთვის გამოიყენეთ ქიმიკატების გარეშე მოყვანილი ფოთლები. თუ შეიძენთ მაღაზიაში კარგად გარეცხეთ და რამდენიმე დღე შეინახეთ სანამ მისცემთ საკვებად.
✅ დამწყებთათვის
✅ ბავშვებისთვის ზედამხედველობით
✅ ეგზოტიკური მწერების მოყვარულთათვის
✅ დაბალი მოვლის შინაური ცხოველის მსურველთათვის