25-26 ოქტომბერს არ ვმუშაობთ. შეკვეთები გამოიგზავნება 27 ოქტომბერს. ადგილიდან გატანა შესაძლებელი იქნება 27 და 28 ოქტომბერს.
არგენტინული ტარაკანი — დუბია (Blaptica dubia)
შეფუთვაში: 100 ცალი, პატარა ზომის (<0.5 სმ) ტარაკანი.
ვისთვის არის შესაფერისი?
დუბია ერთ-ერთი პოპულარული საკვები მწერია ქვეწარმავლების, ამფიბიებისა და უხერხემლო მტაცებლებისთვის.
შესაფერისია:
როგორ შევარჩიოთ ზომა?
მწერის ზომა უნდა შეესაბამებოდეს ცხოველის ზომასა და კვების შესაძლებლობას. ხვლიკებისა და ბაყაყებისთვის ზოგადი წესია, რომ საკვები მწერის სიგანე არ აღემატებოდეს ცხოველის თვალებს შორის მანძილს.
პატარა დუბია შესაფერისია ახალგაზრდა და მცირე ზომის ცხოველებისთვის, ხოლო საშუალო და დიდი — მოზრდილი ცხოველებისთვის.
შენახვის პირობები
დუბია არ ხტება, არ დაფრინავს და გლუვ ვერტიკალურ ზედაპირზე ვერ ადის, ამიტომ მისი შენახვა მოსახერხებელია.
იხილეთ დეტალური ინფორმაცია მოვლაზე: https://ecoworm.ge/cricket_care_guide.html
25-26 ოქტომბერს არ ვმუშაობთ. შეკვეთები გამოიგზავნება 27 ოქტომბერს. ადგილიდან გატანა შესაძლებელი იქნება 27 და 28 ოქტომბერს.