100 გრამი
კალციუმის კარბონატი აუცილებელი მინერალია ლოკოკინების ჯანმრთელი ზრდისა და ძლიერი ნიჟარის ფორმირებისთვის. კალციუმის დეფიციტმა შეიძლება გამოიწვიოს ნიჟარის დარბილება, დეფორმაცია და ზრდის პრობლემები, ამიტომ მისი რეგულარული მიწოდება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია როგორც ხმელეთის, ისე აკვარიუმის ლოკოკინებისთვის.
პროდუქტი მარტივად გამოიყენება საკვებთან შერევით ან ცალკე კალციუმის წყაროდ. იდეალურია ახალგაზრდა ლოკოკინების ზრდის პერიოდში და კვერცხდების დროს.
მცირე რაოდენობით დაუმატეთ საკვებს ან განათავსეთ ცალკე ჭურჭელში ლოკოკინებისთვის ხელმისაწვდომ ადგილზე.
აკვარიუმში გამოყენების შემთხვევაში გაითვალისწინეთ რომ ზრდის KH და მოქმედებს GH -ზე.