მიკროჭიები (Panagrellus sp) წარმოადგენს იდეალურ ცოცხალ საკვებს ლიფსიტებისთვის, პატარა აქსოლოტლებისთვის და კრევეტებისთვის. სიგრძეში 1 მმ მდე არიან.
მიუხედავად სახელისა, მიკროჭიები რეალურად ჭიები არ არიან — ისინი უსაფრთხო ნემატოდები არიან (იკვებებიან მიკროორგანიზმებით). წყალში მოხვედრისას ისინი იძირებიან ფსკერზე და ცოცხლობენ რამდენიმე საათი, რაც მათ განსაკუთრებით შესაფერისს ხდის ფსკერზე მკვებავი თევზებისთვის, მაგალითად Corydoras-ისთვის ასევე კრევეტებისთვის.
მათი გამრავლება და მოვლა ძალიან მარტივია, რაც იდეალურ არჩევანს წარმოადგენს როგორც დამწყები, ასევე გამოცდილი აკვარიუმისტებისთვის.
პროდუქტის დეტალები:
კარტოფილის გარდა ნემატოდების გამოზრდა შეიძლება ბევრი სხვა მეთოდითაც: შვრიის ფანტელებზე, დაბალი მჟავიანბის კომპოსტზე და ა.შ.
აქვს სპეციფიური სუნი. სუნი უფრო მძაფრდება კულტურის ასაკთან ერთად. ძალიან მძაფრი სუნი ნიშანია რომ ახალი კულტურა დაიწყოთ (2-3 კვირა).
მოვლის და გამოყენების ვიდეო: