საწყისი/მაღაზია/თევზის ცოცხალი საკვები

ნემატოდები, მიკროჭიები - საწყისი კუტურა 25 მლ.

₾15.00
მარაგი ამოწურულია
მარაგი ამოწურულია
პროდუქტის მონაცემები

მიკროჭიები (ნემატოდები, Panagrellus sp)

მიკროჭიები (Panagrellus sp) წარმოადგენს იდეალურ ცოცხალ საკვებს ლიფსიტებისთვის, პატარა აქსოლოტლებისთვის და კრევეტებისთვის. სიგრძეში 1 მმ მდე არიან და შეუიარაღებელი თვალით ძნელი დასანახია.

მიუხედავად სახელისა, მიკროჭიები რეალურად ჭიები არ არიან — ისინი უსაფრთხო ნემატოდები არიან (იკვებებიან მიკროორგანიზმებით). წყალში მოხვედრისას ისინი იძირებიან ფსკერზე და ცოცხლობენ რამდენიმე საათი, რაც მათ განსაკუთრებით შესაფერისს ხდის ფსკერზე მკვებავი თევზებისთვის, მაგალითად Corydoras-ისთვის ასევე კრევეტებისთვის.

მათი გამრავლება და მოვლა ძალიან მარტივია, რაც იდეალურ არჩევანს წარმოადგენს როგორც დამწყები, ასევე გამოცდილი აკვარიუმისტებისთვის.

პროდუქტის დეტალები:

  • საწყისი კულტურა 25 მლ კონტეინერში.
  • კულტურის ასაკი: დაახლოებით 1 კვირა
  • მზადაა გამოყენებისთვის და გასამრავლებლად

გამოყენება / კულტურის დაყენება

მიკროჭიების გასაზრდელად დაგჭირდებათ:

  • საწყისი კულტურა
  • მოხარშული კარტოფილი (კანგაცლილი)
  • მშრალი საფუარი (გრანულები, რომელსაც ცომის ამოსაყვანად იყენებენ).
  • პლასტმასის კონტეინერი (უმჯობესია დაბალი და მრგვალი კონტეინერი , ნემატოდები კედლებზე ცოცვას დაიწყებენ და კედლებიდან მარტივი მოსაგროვებელი რომ იყოს).

ინსტრუქცია:

  1. 500-1000 მლ-იანი კონტეინერში 1-3 სმ-ზე დაამატეთ ახალი მოხარშული კარტოფილი და დაჭყლიტეთ ("პიურეს" კონსისტენციამდე)
  2. თუ კარტოფილი მშრალია დაამატეთ წყალი ისე, რომ მასა იყოს ტენიანი (არ დაატბოროთ, ძირში წყალი არ უნდა იდგეს)
  3. დაამატეთ მიკროჭიების კულტურა ზედაპირზე
  4. მსუბუქად მოაყარეთ საფუარი (ნახევარი ჩაის კოვზი)
  5. დაახურეთ თავსახური და გააკეთეთ მცირე ხვრელები ჰაერისთვის (უმჯობესია ნახვრეტებზე დააწებოთ ბამბა ან მარლა).

დაახლოებით 5–7 დღეში მიკროჭიები დაიწყებენ კონტეინერის კედლებზე ასვლას — ეს არის მათი აღების დრო.

ლიფსიტების და კრევეტების გამოკვება:
უბრალოდ ჩამოიწმინდეთ კონტეინერის კედლებიდან თითით ან სუფთა ფუნჯით და ჩაამატეთ აკვარიუმში.


მოვლა და შენახვა

  • კვირაში ერთხელ დაამატეთ მცირე რაოდენობით საფუარი
  • ახალი კულტურის დაწყება რეკომენდებულია ყოველ 2–4 კვირაში
  • კულტურა ჩვეულებრივ სუსტდება დაახლოებით 1 თვეში
  • სასურველი ტემპერატურა: 18-22 გრადუსი.
  • სიბნელე აუცილებელი არ არის — ჩვეულებრივი ოთახის განათება საკმარისია


კარტოფილის გარდა ნემატოდების გამოზრდა შეიძლება ბევრი სხვა მეთოდითაც: შვრიაზე, დაბალი მჟავიანბის კომპოსტზე, მწერების ფრასზე და ა.შ.

აქვს სპეციფიური სუნი.


მოვლის და გამოყენების ვიდეო:


მეტის ჩვენება
პროდუქტის შენახვა შემდგომისთვის
გაუზიარე ეს პროდუქტი შენს მეგობრებს
გაზიარებაგაზიარებადაპინე
ნემატოდები, მიკროჭიები - საწყისი კუტურა 25 მლ.
  • ჩემი პროფილი
  • თრექინგი
  • რჩეულები
  • კალათა
ვალუტა ფასების საჩვენებლად:GEL
ძირითად კონტენტზე გადახტომა
Ecoworm
მაღაზია
ჩვენს შესახებ
მიტანა
კონტაქტი
მენიუ
© 2024 Ecoworm.ge
შეატყობინეთ ბოროტად გამოყენება
უზრუნველყოფს Lightspeed