ფეტვის ჭიის ფრასი წარმოადგენს ფეტვის ჭიის (Tenebrio molitor) ლარვების ბუნებრივ ნარჩენს, რომელიც მდიდარია ორგანული ნივთიერებებით, სასარგებლო მიკროორგანიზმებითა და მცენარეული საკვები ელემენტებით.
ეს არის შესანიშნავი ბუნებრივი საშუალება ინფუზორიების და მწვანე წყლის (ფიტოპლანქტონის) კულტურების გასამრავლებლად, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თევზისა და კრევეტების ლიფსიტების გამოსაკვებად.
ფეტვის ჭიის ფრასი ხელს უწყობს ბაქტერიებისა და სხვა მიკროორგანიზმების განვითარებას, რომლებიც ინფუზორიების ძირითად საკვებს წარმოადგენს. შედეგად ინფუზორიების პოპულაცია სწრაფად იზრდება და მიიღება მაღალი ხარისხის ცოცხალი საკვები თევზის ლიფსიტებისთვის.
ფრასი შეიცავს მცენარეებისთვის საჭირო საკვებ ელემენტებს და იდეალურია მწვანე წყლის კულტურის გასაზრდელად. მწვანე წყალი გამოიყენება:
მცირე რაოდენობით (1 ჩაის კოვზი ერთ ლიტრზე) ფრასი დაამატეთ დექლორირებულ წყალს. რამდენიმე დღეში დაიწყება ბაქტერიებისა და ინფუზორიების აქტიური გამრავლება. დადგით სიბნელეში, უმჯობესია გამოიყენოთ ინფუზორიას სტარტერ კულტურა.
დაამატეთ მცირე რაოდენობით (1-2 კოვზი 1 ლიტრ წყალში) ფრასი განათებულ წყალში - უმზობესია პირდაპირ მზეზე. საკმარისი განათებისა და თბილი ტემპერატურის პირობებში რამდენიმე დღეში დაიწყება ფიტოპლანქტონის ინტენსიური ზრდა. უმჯობესია გამოიყენოთ ფიტოპლანქტონის სტრატერ კულტურა.
რეკომენდაცია: დაიწყეთ მცირე დოზით და საჭიროების შემთხვევაში თანდათან გაზარდეთ რაოდენობა.
EcoWorm – ბუნებრივი გადაწყვეტილებები აკვარიუმისტებისა და აკვაკულტურისთვის.